Page 13 - 26maisi
P. 13

კანონპროექტის მიხედვით, იგეგ­მე­ბოდა
ხაზინიდან შესაბამისი თანხ­ ის გამოყოფა,
სამეტრიკო წიგნების დამზადება და სხვა.
თუმცა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა
ვერ მოესწრო. ეროვნულ არქივში დაცუ­ლი
სამოქალაქო მეტრიკები უკვე გასაბჭოების
შემდგომი წლებითაა დათარიღებული.
ეროვნული არქივი ინახავს ტიციან ტაბიძის
შვილის დაბ­ ადების დამადასტურებელ დო­
კუ­მენტს, სახელწოდებით „დაბა­დებულთა
ჩასაწერი წიგნი“ რომელიც 1924 წელს არის
გაცემული. დოკუმენტში ტანიტ ტაბიძის
და მისი მშობლების მონაცემების გარდა
მოცემულია მოწმეთა ვინაობაც - კოტე
მარჯანიშვილი, პაოლო იაშვილი, გრიგოლ
რობაქიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და
სხვები.
   8   9   10   11   12   13   14   15   16   17   18